Express News

მანანა კობახიძე: იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა...



„რა მოხდა იქ რა ვიცი, იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა, მე რა ვიცი...“,-ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ,ზურაბ ჭიაბერაშვილსა და ნოდარ ლადარიაზე თავდასხმის ფაქტს. მანანა კობახიძის თქმით მომხდარი ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტია და სამართალდამცველებმა უნდა გამოიძიონ რა მოხდა და რა გახდა მიზეზი.

„ცუდი ფაქტია თავისთავად. ხალხმა არ უნდა აღადგინოს სამართლიანობა. არ უნდა მივიდეს ხალხი იქამდე , რომ თვითონ დაიწყოს სამართლიანობის აღდგენა. კონკრეტულად თუ რამე დანაშაული აქვს ჭიაბერაშვილს, განაჩენი დაუდგა მაგას და პასუხი არის განაჩენი. მოტივი რა იყო და რა მოხდა, მე არ შემიძლია ახლა განცხადების გაკეთება. შეიძლება რღაც შელაპარაკება იყო, შეიძლება რაღაც წინაპირობა ჰქონდა ამას. ეს სამართალდამცავების საქმეა და უნდა გამოიძიონ. ფაქტი ნამდვილად არასასიამოვნოა. კიდევ ერთხელ მისცემს „ნაციონალურ მოძრაობას“ საბაბას, რომ იყვირონ რომ აი, პოლიტიკური ნიშნით გვდევნიანო. რა მოხდა იქ რა ვიცი, იქნებ ჭიაბერაშვილმა დედა შეაგინა, მე რა ვიცი...“,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს, ნოდარ ლადარიას და თორნიკე შარაშენიძეს თავს აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ლიტერატურულ კაფეში დაესხნენ . დაზარალებულების თქმით თავდამსხმელები რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე იყვნენ. როგორც „პირველ რადიოს“ შსს-ს პრესსამსახურმა განუცხადა, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, რაც სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. რეზო თაბუკაშვილი (უმცროსი) და რეჟისორი გიორგი მგელაძე ჯერ-ჯერობით არ დაუკავებიათ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT