ინციდენტი კოლმეურნეობის მოედანზე
"17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა“. - სწორედ ამ სახელწოდების ტრანსფარენტით მიუძღვება მრევლი მშიდობიან აქციას. კოლმეურნეობის მოედანზე მცირედი ინციდენტი მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფი, რომელსაც ხელში ფერადი ტრანსფარენტი ეჭირათ მცირედი დაპირისპირების მიზეზი გახდა. მასზე ფერადი ასოებით ლგბტ- პირების წარწერა იყო და თავისი შინაარსით სექსუალურ უმცირესობას აპროტესტებდა, თუმცა სასულიერო პირებმა ეს პლაკატი სექსუალურ მხარდამჭერების სოლიდარობად აღიქვეს და პლაკატები მაშინვე დახიეს. იმ პიროვნებებს კი, რომლებსაც ტრანსფარეტები ეჭირათ ხელში აქციის დატოვება მოსთხოვეს.
17 მაისს ჰომოჰობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მშვიდობიანი მსვლელობა ამ წუთებშიც გრძელდება. მსვლელობაში მონაწილე მრევლს სასულიერო პირები მიუძღვებიან. აქციაში მონაწილეობას დააახლოებით 1000-მდე ადამიანი იღებს. როგორც „სამოქალაქო პრესის“ ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქტივისტებს წინ მიუძღვება უფლებადამცველი გიორგი გაბედავაც, რომელიც მოქალაქეებს სიმშივიდისკენ მოუწოდებს.
მრევლს ხელში სხვადასხვა სახის ტრანსფარენტები უჭირავს: "არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამკანონს", "სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია", "მამათმავლობა ცოდვაა, გარყვნილება დაპათოლოგიაა", "დაერმორჩილეთ ერისა და ბერის მოთხოვნას" და ა.შ. მსვლელობის გამო, რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის გადაკეტილია.
სასულიერო პირები გზის კურთხევას ახორციელებენ, მსვლელეობის მონაწილეები კი საგალობლებს ასრულებენ. ჯერჯერობით აქციაზე რაიმე სახის ინციდენტი არ მომხდარა.
http://cp.ge