ამ დროისთვის პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული თბილისში. განსაკუთრებული მობიზილება რუსთაველის გამზირზე, კაფე "გალერისთან" შეინიშნება
მართლმადიდებელი მრევლი ფილარმონიასთან იკრიბება. ამ დროისთვის ფილარმონიასთან რამდენიმე ასეული პირია შეკრებილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" დეკანოზმა დავით ისაკაძემ განუცხადა, ისინი ქართული ტრადიციული ოჯახის დაწესების დღეს ზეიმობენ და ფილარმონიიდან სამების საკათედრო ტაძრამდე მსვლელობას გამართავენ.
"ვზეიმობთ ქართული ტრადიციული ოჯახის დაწესების დღეს. ვაპროტესტებთ ანტიდისკრიმინიციულ კანონს და იმას, რომ ამით უმრავლეობის დისკრიმინაცია ხდება", - განაცხადა დეკანოზმა დავით ისაკაძემ. მისივე თქმით, მსვლელობა მშვიდობიანი იქნება და ძალადობას ემიჯნებიან.
""ვინც მოახდენს სიტუაციის პროვოცირებას, ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება", - განაცხადა დეკანოზმა დავითმა.
ფილარმონიიდან მსვლელობა 10:00 საათზე დაიწყება.
ამ დროისთვის პოლიციის დიდი რაოდენობაა მობილიზებული თბილისში. განსაკუთრებული მობიზილება რუსთაველის გამზირზე, კაფე "გალერისთან" შეინიშნება. აქ პოლიციელებს ცოცხალი კორდონი აქვთ გაკეთებული.