სტალინი ჩოხატაურში დაბრუნდა (ფოტო)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტალინის ბიუსტი, რომელიც ადგილობრივებმა 2013 წელს პროტესტის ნიშნად წითლად შეღებეს აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პუბლიცისტი ბუტა მამარდაშვილი ავრცელებს. "პირველ რადიოსთან" საუბრისას მამარდაშვილი ამბობს, რომ ძეგლის აღდგენა 9 მაისის ღონისძიებისთვის მოხდა, რადგან ადგილობრივმა ხელისუფლებამ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს სწორედ სტალინის ძეგლთან აღნიშნა.
სტალინის ძეგლი 2013 წელს პროტესტის ნიშნად შეღებეს წითლად, დაახლოებით ერთი წელი იყო ესე. შემდეგ ალბათ იმის გამო ,რომ 9 მაისი მოდიოდა აღადგინეს , რადგან სწორედ აღნიშნულ ძეგლთან გაიმართა 9 მაისის ღონისძიება, მაშინ როცა ჩოხატაურში უამრავი ადგილია სადაც ომის ვეტერანებს დააფასებდნენ. მაგალითად 2012 წელს როდესაც მე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვმუშაობდი 9 მაისის ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გავაკეთეთ . ისიც აღსანიშნავია, რომ როგორც მე მომაწოდეს ინფორმაცია ბიუსტის აღდგენა საკმაოდ სოლიდური თანხა დაჯდა,"-განაცხადა ბუტა მამარდაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბრისას.