ვაკეში საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან დედა-შვილი გადმოხტა
ვაკეში დედა-შვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოხტა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დედა ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვი კი - საავადმყოფოშია გადაყვანილი.შინაგან საქმეთა სამინისტეროს ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში გუშინ მოხდა. ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს