Express News

მღვდლები პარლამენტის წინ 1 მაისის აღსანიშნავად შეკრებილ სტუდენტებს დაუპირისპირდნენ



პარლამენტთან ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი მონაწილე შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეკრებილ სტუდენტებს დაუპირისპირდა.  ინტერნეტგამოცემა “ნეტგაზეთის” ცნობით, დღეს, 1 მაისს შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სტუდენტური ორგანიზაცია “მელნისფერი თაობის” ორგანიზებით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია გაიმართა.
ამავდროულად, პარლამენტთან ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის მიღების მოწინააღმდეგე მღვდლების და მოქალაქეების აქცია მიმდინარეობს. აღნიშნული აქციის მონაწილე ერთ-ერთი პირი სტუდენტებთან მივიდა და მათი ტრანსპარანტებით დაინტერესდა.
კითხვაზე, თუ რას აპროტესტებდნენ, სტუდენტმა უთხრა, რომ შრომითი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ, აღნიშნული პირი ტრანსპარანტებს თვითონაც გაეცნო, თუმცა მან სტუდენტებს “ფერადი ფორმატის” დაკეცვა მოსთხოვა.
“ეგ ფერადი ფორმატი დაკეცე. დაკეცე, რომ გეუბნები, თორემ თვითონ დაგაკეცინებ.”

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT