სკანდალი-„თქვენ როცა მოდიოდით, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას გეკითხებით დაპირებებში რომ გეთქვათ, რომ ჩვენ მივიღებთ ამ კანონებს, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას? მიპასუხეთ! გეკითხებით! [VIDEO]
|
|
დაპირებებში რომ გეთქვათ, რომ ჩვენ მივიღებთ ამ კანონებს, რომელიც ქართველი მოგცემდათ ხმას? - ასე მიმართა დეკანოზმა გიორგი რაზმაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე ანტიდისკრიმინაციული პაკეტის განხილვის მიმდინარეობის დროს კანონმდებლებს. დეკანოზ გიორგი რაზმაძის განცხადებით ვინც აღნიშნულ კანონპროექტს მხარს დაუჭერს უზნეო ადამიანები იქნებიან. „თქვენ როცა მოდიოდით, „ქართული ოცნება“ უმრავლესობას გეკითხებით, ქალბატონ მანანას, ქალბატონ ეკას, თქვენ სულ ყველა, როცა მოდიოდით დაპირებებში რომ გეთქვათ, რომ ჩვენ მივიღებთ ამ კანონებს, რომელი ქართველი მოგცემდათ ხმას? მიპასუხეთ! გეკითხებით! აი ამ საშინელ კანონს რომ აპირებთ, რომ მიიღოთ რომელი მოგცემდათ ხმას. ეს არის უზნეობდა და ვინც ხელს მოაწერს ამ კანონს იცოდეთ, რომ უზნეო ადამიანები იქნებიან სულყველა და მეორე გაუგებარი თანხებით, რომ იკვებებიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, საიდან მოდიან ეს კარგად ვიცით, ერთი ფული გადაგიხადონ და წადით სოდომ-გომორში რა ხდება დღესაც ცეცხლი უკიდია იმ მიწას, რომელსაც სოდომი და გომორი ჰქვია იმიტომ, რომ თქვენნაირი ხალხის ცოდვების გამო დაიწყო ეს ყველაფერი, ეს ბიბლიაში წერია და ჭკუით იყავით თქვენ ცოტა!",-მიმართა კანონმდებლეს დეკანოზმა