ჟურნალისტი ნინო ხუციშვილი „facebook“-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ვიდეოს და წერს, რომ ვიდეოში ნაჩვენებია თამაზ გუგოშვილის რეალურ სახე, რომელიც ამჟამად ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა.
„ვინ არის სინამდვილეში თამაზ გუგოშვილი, აქ ნახავთ მის რეალურ სახეს. მარიკა ვერულაშვილისმამიდაშვილი, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ყველა სიკეთით სარგებლობდა ნაციონალურიმოძრაობის დროს. ერთდროულად იყო კახეთის საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსიც და ყვარლისსაკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც. „ოცნების“ გამარჯვების შემდეგ ამბობს, რომ არასოდესყოფილა „ნაციონალების“ გუნდის წევრი. დავით ქევხიშვილის დაკავების დღეს, მან თანასოფლელნუკრი მესაბლიშვილს პოლიციელების თვალწინ შეურაცყოფა მიაყენა და ხელი დაკავებულსდაარტყა, ასევე როგორც სიტყვიერი, ასევე ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა ყვარლისმუნიციპალიტეტის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელსნინო ხუციშვილს. არცერთ ფაქტს, რომელიც პოლიციის თვალწინ მოხდა, რეაგირება არ მოჰყოლია.დავით ქევხიშვილის მომხრეები კი, მათ შორის სრულიად უდანაშაულო ადამიანები პოლიციამდააკავა, შემდეგ ისინი სასამართლომ სამართალდამრღვევებად სცნო და 400-400 ლარის ჯარიმებიშეუფარდა“, -წერს ის.