Express News

ოლეგ მელნიკოვმა დათა ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა


კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის ყოფილმა თანამშრომელმა ოლეგ მელნიკოვმა გამოძიებასთან ითანამშრომლა.
როგორც „საღამოს გაზეთის“ წყარო ამბობს, მან ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დათა ახალაიას წინააღმდეგ მისცა ჩვენება. 

აღნიშნული საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების შემდეგ, პროკურატურას ერთით ნაკლები პირდაპირი მოწმე დარჩა, ამიტომ, გაზეთის წყაროს ინფორმაციით, ამ დანაკლისის შევსება მელნიკოვს, გარკვეული პირობის სანაცვლოდ სთხოვეს. კერძოდ, ახალაიას მამხილებელი ჩვენების სანაცვლოდ მელნიკოვს გირგვლიანის საქმეში ბრალის შემსუბუქებას დაპირდნენ.

წყაროს ცნობითვე, ეს ფაქტი ახალაიების ოჯახისთვის უკვე ცნობილია და ახლა ისინი ეცდებიან, საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ეს მხოლოდ მასზე და მის ოჯახზე განხორციელებული ზეწოლის შედეგი იქნება. 

რა პირობის სანაცვლოდ დასთანხმდა ოლეგ მელნიკოვი თანამშრომლობაზე, რა ბიზნესებს ფლობდა ის საქართველოში და რომელ სამინისტროებს ამარაგებდა იარაღით, ამის შესახებ მკითხველს ვრცელი მასალის ნახვა „საღამოს გაზეთის“ 17-18 აპრილის ნომერში შეეძლება.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT