Express News

მაპატიეთ, მაგრამ ზიზღს იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ უტიფრობა!



„ქართული დასის“ ლიდერი თვლის, რომ მას აქვს საფუძველი, იფიქროს - „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, შალვა თათუხაშვილი „იმ ადამიანებმა გაანადგურეს, ვისაც შიში ჰქონდათ ამ მოწმის მიერ ნათქვამი სიმართლის“. ამის შესახებ ჯონდი ბაღათურიამ, დღეს „რეპორტიორის“პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
                                                                    

„ყოველდღიურად ვაკვირდები კადრებს და შიში, რომელიც გამოსჭვივის „ნაცმოძრაობის“ თვალებიდან, ყოველდღიურად ამას მაჩვენებს. მაპატიეთ ასეთი აგრესიული გამოთქმისთვის, მაგრამ  ზიზღს იწვევს „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი უტიფრობა!“- განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT