Express News

პარლამენტში "ჰაკიმ ფაშას" ხსენებას ხმაური და მორიგი ინციდენტი მოყვა


პარლამენტის სხდომაზე, სადაც უმცირესობის წევრი გიორგი კანდელაკი სიტყვით გამოდიოდა, მორიგი ინციდენტი მოხდა.
გიორგი კანდელაკმა უმრავლესობის წევრს ეკა ბესელიას მიმართა, ნუ უკვირს როდესაც პრემიერი-მინისტრს ჰაკიმ ფაშას ეძახიან. ამ ნათქვამმა უმრავლესობის წევრების გაღიზიანება გამოიწვია. სხდომათა დარბაზში სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ფრიდონ საყვარელიძესა და სერგო რატიანს შორის.
"აბა ვისაც გვინდა გადავყვეთ ამ თემას აყევით, აყევით",- მიმართა დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის ლიდერებს და ადგილების დაკავებისკენ მოუწოდა. პარლამენტში ამ წუთებშიც ხმაურია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT