Express News

თეა წულუკიანთან უთანხმოების გამო იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი გადადგა


იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ციხისთავმა თანამდებობა დატოვა.
აღნიშნული ინფორმაცია „ნიუპოსტს“ სანდრო წყარომ განუცხადა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ციხისთავის მხრიდან თანამდებობის დატოვების მიზეზი, თეა წულუკიანთან პირადი უთანხმოება გახდა.
როგორც ირკვევა, სასწავლო ცენტრის 13 თანამშრომელმა იუსტიციის მინისტრს წერილი მიწერა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება ითხოვა. სავარაუდოდ ეს გახდა ნინო ციხისთავსა და თეა წულუკიანს შორის დაპირისპირების მიზეზი, რაც იქამდე მივიდა რომ ცენტრის ხელმძღვანელბა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება „ნიუპოსტმა“ თავად ნინო ციხისთავთან სცადა, თუმცა მან კომენტარზე უარი განაცხადა.
ნინა შადური

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT