Express News

უსუფაშვილი: დიახ, საქართველო ევროპაა


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველომ ევროპაში კუთვნილი ადგილი უნდა დაიბრუნოს.
„ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დაიხუროს კითხვა, არის თუ არა საქართველო ევროპა – დიახ, საქართველო ევროპაა“,- განაცხადა უსუფშვილმა.
ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ვილნიუსში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ევროკავშირის პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციას ესწრება.
"კონფერენციაზე ვისაუბრებ იმაზე, რომ საქართველოს სურს არა ევროპაში შესვლა, არამედ ევროპაში დაბრუნება. ვისაუბრებ იმაზე, რომ ჩვენი კულტურა, ცივილიზაცია, ჩვენი ერის ისტორია დაიწერა და განვითარდა ევროპულ ცივილიზაციაში. ის ფაქტი, რომ ბოლო ასწლეულის განმავლობაში არ ვიყავით ევროპის წევრი, ეს ნიშნავს არა იმას, რომ ხელახლა უნდა მოვიპოვოთ ადგილი ევროპაში, არამედ იმას, რომ უნდა დავიბრუნოთ ის ადგილი რაც გვეკუთვნოდა ევროპაში. ვიცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი სახლში იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტებს მივაღწიოთ, მაგრამ კითხვა იმის თაობაზე არის თუ არა საქართველო ევროპა, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს. დიახ, საქართველო ევროპაა. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესი ქვეყნისთვის არა მხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ეკონომიკური წარმატებისთვის, თითოუელი ოჯახის კეთილდღეობისთვის, მომავალი თაობის განათლებისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის",- განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ უკრაინაში ბოლო პერიოდში განვითარბეულ მოვლენებზეც ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, ის რაც უკრაინაში ბოლო საათებში გამოვლინდაძ ალიან სამწუხაროა.
"აშკარად ჩანს, რომ უკრაინაში პროცესები ნორმალიზაციის მიმართულებით არ მიდის. ჩვენ ვისაუბრებთ უკრაინაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო დეკლარაციაში ეს თემა აუცილებლად აისახება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT