Express News

უგულავა: ახალციხის შტაბში "ქოცები" ცოცხებით მოცვივდნენ


პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიგი უგულავას ინფორმაციით, ახალციხეში, პარტიის შტაბში „ქართული ოცნების“ წევრები ცოცხებით მივიდნენ.
„ახალციხეში შტაბის სხდომა გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. პარალელურად "ქოცების" ოფისში მობილიზაცია ჰქონდათ. მოცვივდნენ ცოცხებით. რა თქმა უნდა, თავს "საზოგადოებად" ასაღებდნენ. ჩვენ ჰაკიმ ფაშას მოკითხვა გადავეცით და გავაგრძელეთ გზა სხვა შტაბებთან შესახვედრად.
P.S. ქალბატონ თეა წულუკიანს ვთხოვ დამიფრენდდეს და უწებათაშორის კომისიას მივაწვდი განახლებულ ინფორმაციას საკუთარი პარტიის რეგიონალირი "სიშლეგეების" შესახებ“,- წერს გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT