ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიების შესახებ მთავარი პროკურატურა დღეს განცხადებას გააკეთებს
დეპუტატ ვალერი გელაშვილზე თავდასხმის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურატურაში განცხადება დღეს გაკეთდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ბრიფინგი 12:00 საათისთვის ჩანიშნული.
ამასთან, გელაშვილი გუშინ, გვიან ღამით პროკურატურაში იმყოფებოდა, სადაც უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო დაცვა მოითხოვა. მისივე თქმით, ყოფილ თანამდებობის პირებს, ვანო მერაბიშვილსა და ერეკლე კოდუას ბრალი დაუმძიმდებათ.
ვალერი გელაშვილზე თავდასხმა 9 წლის წინ მოხდა.