საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ შს მინისტრის მიერ გავრცებეული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ქვეყანაში წესრიგი და სტაბილურობა შესაბამისი სტრუქტურების ამოცანაა.
“მე ამ თემაზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს ამგვარი ინფორმაცია არ გააჩნია. ალბათ, შს მინისტრს ამგვარი ვარაუდების გაკეთების საფუძველი ჰქონდა”, - განაცხადა დავით ჯალაღანიამ.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელი დესტაბილიზაციის შესახებ შს მინისტრმა განაცხადა. როგორც ალექსანდრე ჭიკაიძემ განმარტა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, ქვეყანაში აურზაური გამოიწვიონ, რაც საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გასამყარებლად სჭირდებათ.