Express News

ანი ნადარეიშვილი ''ალიას'' ჟურნალისტებზე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს



ყოფილი მაღალჩინოსნის  ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშვილი გაზეთ ''ალიას'' ჟურნალისტებთან დაკავშირებით სკანდალურ განცახდებას აკეთებს.  
ნადარეიშვილის ინფორმაციით,  გელა ზედელაშვილი წარსულში ყაჩაღური დაჯგუფების წევრი იყო. 
მოგეხსენებათ თბილისი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს ვიცნობთ, ასე რომ ძალიან საინტერესო ინფორმაცია მოვიპოვე გაზეთ "ალიას" ჟურნალისტებზე გელა ზედელაშვილზე და შორენა გოგოლაძეზე, რათქმა უნდა წყაროს ვერ დავასახელებ, ვინაიდან კიდევ ბევრ ინფორმაციას ველოდები მისგან.

მოკლედ, ბატონი გელა ზედელაშვილი, სხვისი განკითხვებით და ჭორაობებით რომ ბრძანდება დაკავებული, თურმე ყაჩაღური დაჯგუფების წევრი ყოფილა, რომელმაც არაერთგზის დააყაჩაღა ადამიანები და ძალადობა იხმარა მათზე. ერთ-ერთი ასეთი ყაჩაღობის დროს იგი წაიჭირეს, ვინაიდან, როგორც ჩანს მისმა ინფორმატორმა, არასწორი ინფორმაცია მიაწოდა და შევიდა ისეთ ოჯახში, სადაც არ უნდა შესულიყო, ვინაიდან ამ ოჯახს გავლენა ქონდა მაშინდელ მილიციაზე და და ეს ჩვენი გელა გაუსკვანჩიათ. ძალიან დიდი ქრთამის გადახდის შემდეგ გელა ზედელაშვილი დაუძვრა ციხეს და ნასამართლობას, დაემუქრა დაზარალებულის ოჯახს ერთადერთი ქალიშვილის "გაქრობით" და საქმე ისე მიჩქმალა, რომ ამასთან დაკავშირებით დღემდე არავინ არაფერი იცოდა, გარდა შევარდნაძის დროინდელი ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისა. აქედან გამომდინარე, თურმე მათ დღემდე 


გამოჭერილი ყავთ ყურებით ბატონი გელა და ათას ბინძურ დავალებებს ასრულებინებენ.

რაც შეეხება ქალბატონ შორენას, სანდო წყაროს ცნობით, ქალბატონი შორენა დავერბოვკებული ყავს გრუ-ს სპეცსამსახურებს. მას ხშირად აკითხავს ალასანიას სამსახურის შავნომრიანი პიკაპი და ხშირად ღამის საათებში გადაყავთს ოკუპირებულ ზონაში დავალებების მისაღებად. არის კიდევ რაღაც დეტალები, რომელსაც ვარკვევ და მოგვიანებით დავდებ თავის ფოტო-მასალებით.

P.S.აი მე რომ თქვენნაირი უპასუხისმგებლო ადამიანი ვიყო ბატონო გელა და ქალბატონო შორენა, P.S.-ამდე ენთერს დავაჭერდი, ბატი-ბუტს დავითრევდი და შორიდან გიყურებდით, მაგრამ რა ვქნა რომ არ გამომდის, მაინც მქეჯნის რაღაც, ალბათ ის რაც მე მაქვს თქვენგან განსხვავებით, თქვენ კი იოტის ოდენაც არ გაგაჩნიათ! დიახ, დიახ, სწორედ სინდისი!
ხოო, ატრიალეთ ეხლა თქვენი ბინძური გაზეთის გვერდებზე ახალაია-ნადარეიშვილი... ნადარეიშვილი-ახალაია... ახალაია-ნადარეიშვილი... 9 წელი... 9 წელი... 9 წელი... მაგრამ ბაჩოს გამამართლებელი 9 განაჩენიც გაიხსენეთ გულში მაინც!''-წერს ნადარეიშვილი


http://cp.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT