Express News

ნინო ბურჯანაძე - პროკურატურა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ორგანოა


პარტია ,,დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით,დღევანდელი პროკურატურა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ორგანოა. 
ამის შესახებ ბურჯანაძემ გაზეთ ,,ქრონიკასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმითვე, პროკურატურის წარმომადგენლების გამოსვლები სამარცხვინოა.
,,პროკურატურა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ორგანოა. მე პროკურატურის წარმომადგენლების რამდენიმე გამოსვლას ვუყურე და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო. ისინი არგუმენტირებულად საქმის დასაბუთებას ვერ ახდენენ, მათი მხრიდან შეუსაბამო განცხადებები ისმის. ის, რომ ,,ქართული ოცნება“ მთელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში რეალურად უუნარო იყო იმ მიმართულებით, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა“ გაესამართლებინა, დღეს ეს მათ ძალიან ძვირად უჯდებათ. ნებით თუ უნებლიეთ, ,,ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ცუდი რამ გააკეთა, ,,ნაციონალური მოძრაობა“ გააცოცხლა, გაათეთრა და გარეცხა. ამაზე პასუხს, საქართველოს მოსახლეობა პირადად ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვს“- მიიჩნევს ბურჯანაძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT