„თუ თქვენ გინდათ, რომ განათების ბოძზე ჩამოვკიდოთ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მაშინ სხვები უნდა აგერჩიათ და არა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“.
ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, გია ცაგარეიშვილმა„რეპორტიორში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ვთვლი, რომ მთავარი პროკურატურა ადექვატურად აღიქვამს ქვეყანაში შემნილ მდგომარეობას. უამრავი მაღალჩინოსანი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ქვეყანაში, დაბარებული არიან დაკითხვაზე, დაწყებულია მათ საქმეებზე მტკიცებულებების შეგროვება. აბა რა გგონიათ, დავიბარებთ დაკითხვაზე და მაშინვე ცხრაკლიტულში გამოვკეტავთ? მე მგონია, რომ 21-ე საუკუნეა!“-აღნიშნა ცაგარეიშვილმა.