სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს ახალი ფრაქცია შეიქმნა, სახელწოდებით “ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია”. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მურად შამათავას განცხადებით საკრებულოში შექმნილ ახალ ფრაქციაში სამი ადამიანი გაერთიანდება, რომლებიც ადრე “თავისუფალ დემოკრატებს” წარმოადგენდნენ. ერთი კი “ქრისტიან-დემოკრატების” წევრია.
შამათავას განცხადებით მისმა გუნდმა პარტიიდანაც და საკრებულოდანაც ბურჯანაძის პარტიაში გადაინაცვლა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზეც სწორედ ამ კვოტით აპირებენ მონაწილეობის მიღებას.
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღეს შექმნილ ახალ ფრაქციას საკრებულოს წევრი დინარა ხუხუა უხელმძღვანელებს.
smoge.org