ირაკლი ალასანიას ფსიქოლოგი მეუღლე ,,ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რჩევას აქვეყნებს თუ უარყოფითი აურისგან მგზავრმა როგორ დაიცვას მძღოლი. „ეს მგზავრის ვალდებულებაა“ - აცხადებს ფსიქოლოგი.
ნათია ფანჯიკიძე: „ტაქსიში რომ ჩაჯდები, ეკლესიის საკურთხეველივითაა საჭის და საქარე მინის მონაკვეთი. განა ერთი, უამრავი ხატი, ჯვარი, ფსკვნილი ერთად კიდია.. ხოდა გუშინ ვიჯექი უკანა სავარძელზე და ვფიქრობდი, ალბათ რა ძნელია ტაქსის მძღოლობა, რამდენნაირი ადამიანი გიჯდება დღის განმავლობაში, უმეტესწილად ჩემსავით უკანა სავარძელს იკავებს და რომ არა ხატები, რა დაგიცავდა ნაირნაირი მგზავრის ხან აგრესიული, ხან მბრძანებლური, ხან თავხედური, ხან უკმაყოფილო აურისგან, რომელიც ამ დახურულ სივრცეში სწრაფად განივრცობა და ზურგიდან, კეფიდან შეიგრძნობა.
ამიტომ, მგზავრის ვალდებულებებში უნდა შედიოდეს, რომ მძღოლი ამ დროს რომც არ გიყურებდეს, ჩაჯდომისთანავე, მისალმებისას უნდა გაუღიმო მის ზურგს, რომ დადებითი ინფორმაცია მიიღოს და მანქანიდან რომ გადახვალ, სიმძიმის გრძნობა არ ჰქონდეს...
ამიტომ, მგზავრის ვალდებულებებში უნდა შედიოდეს, რომ მძღოლი ამ დროს რომც არ გიყურებდეს, ჩაჯდომისთანავე, მისალმებისას უნდა გაუღიმო მის ზურგს, რომ დადებითი ინფორმაცია მიიღოს და მანქანიდან რომ გადახვალ, სიმძიმის გრძნობა არ ჰქონდეს...
ვერბალური კონტაქტი მხოლოდ ურთიერთობის 20%-ია და ყველაზე არაზუსტი სწორედ ურთიერთობის ეს ფორმაა, რადგან სიტყვები, რომ სწორად იყოს გაგებული, აუცილებელია, ადამიანების შინაგანი მეტყველება, - სიტყვებად გააზრებული შინაგანი მეტყველებაც და უფრო ღრმად, ის მეტყველება, რომელიც პირობითობას და სახელდებას არ შეიცავს, იყოს მსგავსი. არაცნობიერი კონტაქტი, ანუ კონტაქტი აურით, ენერგეტიკულად ყოველთვის სწორადაა გაგებული. თუ ღიმილში იქნება ნამდვილი თანაგრძნობა, კეთილგანწყობა, სულ რომ გაგიჟებული და გაბოროტებული იყოს იმ დღეს, მძღოლში აუცილებლად გაჩნდება შინაგანი კომფორტი."