Express News

,,ალასანიას, ბოკერიას და მარგველაშვილის შორის ფარული მოლაპარაკებები მიდის’’


,,ქრონიკა+’’-ის მთავარი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს როგორც ოპოზიციაში, ასევე ხილისუფლებაშიც მტრები ჰყავს. 

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედებები, ქვეყანას სახიფათო შედეგებს მოუტანს. 

,,დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის კარზე დიდი შეთქმულებაა! ჩემი ინფორმაციით, ალასანიას, ბოკერიას და მარგველაშვილს შორის ფარული მოლაპარაკებები მიდის. მათი წარმომადგენლები ძირითადად თურქეთში ხვდებიან ერთმანეთს... იმ შემთხვევაში, თუ ალასანია- მარგველაშვილ- ბოკერიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ირაკლი ღარიბაშვილი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ ხელისუფლებაში შიდა გადატრიალება მოხდეს- თავდაცვის მინისტრი თავად გადადგეს და ოპოზიციის ლიდერი გახდეს. 
ნუ დაგვავიწყდება, რომ ალასანია საკმაოდ დიდი წრით არის წარმოდგენილი როგორც მინისტრთა კაბინეტში, ასევე პარლამენტშიც. ღარიბაშვილს კი თითო-ოროლა კაცის გარდა, ფაქტობრივად, არც მთავრობაში და არც საპარლამენტო უმრავლესობაში დასაყრდენი არ ჰყავს. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან რესპუბლიკელები, თუ უსუფაშვილს მისცემენ გარანტიას, რომ პარლამენტის თავჯდომარის თანამდებობას შეინარჩუნებს, ცხადია, ირაკლი ღარიბაშვილზე პოლიტიკური შურისძიების შანსს ხელიდან არ გაუშვებს. დათო უსუფაშვილმა, როგორც ქმარმა, ვერ მოახერხა, საკადრისი პასუხი გაეცა კაცისთვის, რომელიც მის ცოლს აგინებდა... მოკლედ, ქვეყანაში სერიოზული საფრთხე არსებობს იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილონ’’,- განუცხადა კილაძემ ,,ასავალ-დასავალს’’.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT