საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შესაძლო დესტაბილიზაციაზე საუბრობს.
ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ევრომაიდნის სცენარს ამუშავებს და არსებობს ინფორმაციები, რომ ამ მიზნით უკვე დაწყებულია საბურავების მომარაგება. ჭიკაიძე აღნიშნავს, რომ ის რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც მინისტრის თქმით, საქართველოში არ შეიმჩნევა.
"პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან.