Express News

თეა თუთბერიძეს პროკურატურაში უჩივიან



უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და ადვოკატთა დაიურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის" ხელმძღვანელმა გრიგოლ გაგნიძემ საქართველოს მთავარ პროკურატურაში საჩივარი შეიტანეს, რომელიც თეა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას -ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში გაგნიძისა და მჟავანაძის ვითომცდა უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობის ეხება.

ნიკოლოზ მჟავანაძე და გრიგოლ გაგნიძე მოითხოვენ პროკურატურისგან, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, თეა თუთბერიძე დაიბარონ პროკურატურაში, რათა მან ჩვენება მისცეს ამ საკითხთან დაკავშირებით და წარადგინოს ყველა ის მასალა, რომლითაც იგი ბრალს სდებს უფლებადამცველებს წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობაში.

"თუ ეს ვერ დადგინდებაგამოიკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332, 333, 362მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და პასუხი მოეთხოვება თუთბერიძესთანერთად იმ პირებსრომლებმაც ცილისმწამებლური და სახელგამტეხი კამპანია დაიწყესუფლებადამცველების ნიკოლოზ მჟავანაძის და გრიგოლ გაგნიძის წინააღმდეგ", - აცხადებენ საჩივრის ავტორები.

reportiori.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT