დეპუტატ ვალერი გელაშვილის მიერ „რეაქციაში“ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სადაც მან მასზე თავდასხმის ორგანიზატორად ერეკლე კოდუა დაასახელა და უახლოეს დღეებში მისთვის ბრალის წაყენება დაანონსა, ჟურნალისტი ელისო კილაძე სკანდალური შეხვედრის დეტალებს იხსენებს.
გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი წერს, რომ პირი, ვინც ვალერი გელაშვილის ცემას ხელმძღვანელობდა, ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის უფროსად დანიშნეს:
„ერთი წლის წინათ,დაახლოებით ამ დროს ერთ ერთ არხზე ვთქვი: ბატონო ბიძინა, თქვენ ჩემგან სიცოცხლით ხართ დავალებული-მეთქი. გამგებმა გაიგო. მას შემდეგ ამ თემას აღარ დავბრუნებივარ. წუხანდელი, გელაშვილის განცხადების მერე, მგონი ვალდებული ვარ საჯაროდ ვთქვა ის, რაც ვიცი:
შარშან მარტში, ჩემი მეგობრის მეშვეობით ძალოვანი უწყების ერთ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დამიკავშირდა. მე მას გვიან ღამით შევხვდი. მან გადმომცა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მზადდებოდა ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია,რომ 25 ყოფილ სპეცრაზმელს ამზადებდნენ ერთ ერთ ბაზაზე(დამისახელა ადგილმდებარეობაც). მანვე მოითხოვა შეხვედრა მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნდობით აღჭურვილ პირთან (სხვას არ ენდობოდა).
იმავე ღამეს, დილის ოთხ საათზე, ასევე ჩემი მეგობრების მეშვეობით, მოიძებნა ის პიროვნება და გამთენიისას, ყოფილი მაღალჩნოსანი მას შევახვედრე. სწორედ ამ ყოფილმა მაღალჩინოსანმა მითხრა იმ ღამით-დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემას ვინც ხელმძღვანელობდა,დღეს ფინანსური პოლიციის სპეცრაზმის უფროსად დანიშნესო...
p.s.უმორჩილესად ვთხოვ ჩემს მეგობრებს ხელისუფლებიდან, გამოძიების პროცესში ეს ინფორმაცია გადაამოწმონ . სხვა შემთხვევაში, აუცილებლად დავასახელებ ამ ისტორიის მონაწილეთა ვინაობას“, - წერს ელისო კილაძე „ფეისბუქში“.