გიორგი ვაშაძე: „გირგვლიანის საქმე ნაციონალური მოძრაობის საბედისწერო შეცდომა იყო“
„გირგვლიანის საქმე „ნაციონალური მოძრაობის“ საბედისწერო შეცდომა იყო“, - ამის შესახებ გადაცემა პოზიციაში უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ საქმის დროული გამოძიება უნდა მომხდარიყო.
„მიხეილ სააკაშვილმაც თქვა, რომ სერიოზული შეცდომა იყო გირგვლიანის საქმე. პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" საბედისწერო შეცდომა. შეცდომა იყო, რომ ამ საქმის დროული გამოძიება არ მოხდა“, - განაცხადა ვაშაძემ.