Express News

გია ნოდია - ვინც ანტიდისკრიმინაციულ კანონს ებრძვის ქაჯია



პოლიტოლოგი გია ნოდია ანტიდისკრიმინაციული კანონის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს „ფეისბუქზე“ ეხმაურება. ნოდია მიიჩნევს, რომ ყველა ვინც აღნინშულ კანონს მხარს არ უჭერს „ბნელი, ქაჯი და იდიოტია“.
„ვინც ახლა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ებრძვის იმის გამო, რომ ის „გაგვაპიდარასტებს“, ბნელი, ქაჯი და იდიოტია. პლუს ამას, ზოგიერთი მაინც, რუსეთის ფასიანი აგენტია (ამ შემთხვევაში იდიოტი შეიძლება სულაც არ იყოს). პარლამენტში რომ ვიყო, კანონპროექტს აქტიურად დავუჭერდი მხარს. მაგრამ როგორც კერძო ინდივიდი, ვინარჩუნებ უფლებას ეჭვი გამოვთქვა: პრაქტიკულად რამე სარგებლობა მოაქვს ამ კანონს, გარდა იმისა, რომ ჩვენს ევროპელობას სიმბოლურად დავადასტურებთ? (ეს უკანასკნელიც რეალური ღირებულების მქონეა არსებულ გეოპოლიტიკურ გარემოში და ამ კანონის მიღების ძირითადი, ჩემთვის ერთადერთი, გამართლებაა). კონსტიტუციაში ხომ უკვე გვიწერია, რომ დისკრიმინაცია დაუშვებელია? თუ პრაქტიკული სარგებლობა იმაშია, რომ ომბუდსმენს ვიღაცეების დაჯარიმების უფლება ჰქონდეს, ეს სწორედ რომ არ მომწონს, იმიტომ რომ ომბუდსმენის ოფისი სადამსჯელო ორგანოდ არ უნდა ვაქციოთ“, - წერს გია ნოდია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT