ცოტნე გამსახურდია ,,ფეისბუქის'' პირადი გვერდიდან ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
,,ძვირფასო ირაკლი, აღარა კმარა ეს ორღობის დონეზე ლაპარაკი? მერე, ქუჩებში რომ აუპატიურებდენ, თქვენმა ხელისუფლებამ მოჰკითხათ პასუხი? დასაჯა ყველა ჯალათი? დაუბრუნა ვინმეს წართმეული ქონება? რა იქნა ადამიანებისათვის წართმეული სიცოცხლე, დანგრეული ჯანმრთელობა? არ დამიწყოთ ახლა, აი, სასამართლოო...სხვის მაგივრად რომ არ ვილაპარაკო, ჩემს რამოდენიმე საჩივარზე ჯერ თქვენს პროკურატურას თითიც არ გაუტოკებია! ორი წელი ხდება, ექსპერტიზას ნიშნავენ და ვერ დანიშნეს, სხვა რომ არაფერი...გასაგებია, რომ მორიგი არჩევნების წინ მომგებიანია ასეთი განცხადებები ფიზიკურად, მატერიალურად, მორალურად განადგურებულ ადამიანებში იმედის გასაღვიძებლად, გულის მოსაგებად, მაგრამ ნამუსიც ხომ კაი ძროხაა?! ჰო, დამავიწყდა: კოჰაბიტაცია საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სრულდებოდა, მახსოვს; მართლაც...ნაციონალებთან ფლირტი ორმხრივი სიამტკბილობით დასრულდა ასე რომ, არ გვინდა რა , ეს ზღაპრები...'' - წერს ცოტნე გამსახურდია.
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
"საერთოდ, მაინტერესებს, რა უნდა ასწავლონ, რა უნდა წააკითხონ ამ ბიბლიოთეკაში? ალბათ, წიგნებს დაწერს თვითონ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს, როგორ აუპატიურებდნენ, კლავდნენ ქუჩებში, როგორ ართმევდნენ ბიზნესებს და ა.შ.", - განაცხადა ღარიბაშვილმა.