Express News

„რატომ მივიდნენ დღეს, ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?!“ -ხაჩიძის უცნაური ანონსი (ფოტო)



გოგა ხაჩიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უცნაურ ანონსს აკეთებს და დღეს საზოგადოებას პირდება პასუხს თუ რატომ იყო მობილიზებული პრემიერ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე საპატრულო პოლიცია და სუს-ის თანამშრომლები. ხაჩიძე ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც მისივე ინფორმაციით პოლიციის მაღალჩინოსნები არიან გადაღებული:

„კითხვა: როგორ ფიქრობთ, რატომ მივიდნენ დღეს, ზუსტად 15:00-ზე, ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ კორპუსთან პოლიციის და სუს-ის წარმომადგენლები?! რატომ მივიდა იმავე ადგილზე, იგივე დროს, რამოდენიმე საპატრულო ეკიპჟი?!...
რას ელოდნენ და რისთვის ემზადებოდნენ?!
არა მგონია, ყოველდღიურად პრემიერ-მინისტრის კორპუსთან, დღის 3 საათზე, ამდენი ძალოვანი "აბირჟავებდეს".

"ამასობაში" - როგორც ბ-ნი დავით უსუფაშვილი იტყოდა: ვიღაცეები დავადგინე...
თეთრ პერანგში და ნაცრისფერ პიჯაკში - ჯღარკავა, ქალაქის სამმმართველოში საუბნო სამმართველოს უფროსი (ჟურნალისტ ნინო ჯღარკავას ძმა)
ჯღარკავას უკან, ლევან ტოგონიძე, ვაკე საბურთალოს პირველი განყოფილების უფროსი.
მარჯვნივ ბოლოში, ვიქტორ რაზმაძე ისანი-სამგორის სამმართველოს უფროსი
ერთერთი, ზურგით დგას, (თავზე იცნეს ) ნიკა სალამიძე, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსის მოადგილე.
თუ რამე უზუსტობა გამეპარა, ან სხვა მოხვდა შემთხვევით კადრში წინასწარ ბოდიშს ვიხდი.

პასუხს ხვალ გაიგებთ 11:00-ზე. აქ, ჩემს ფბ-ზე .

წერს გოგა ხაჩიძე „ფეისბუქზე“.

წერს გოგა ხაჩიძე „ფეისბუქზე“.




About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT