Express News

“მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა”


“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი “პირველ პრესკლუბში” საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გახსნის ფაქტს გამოეხმაურა.


“ყველაზე მტკივნელი და ყველაზე არაადეკვატური, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს არის სერიოზული რეაბილიტაცია იმ პოლიტიკური ძალისა, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და ამის შოკისმომგვრელი გამოვლინება იყო, საქართველოში ძალიან მშვიდად და წყნარად მიხეილ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გახსნა და ხელისუფლების მხრიდან ყოველგვარი კრიტიკური შეფასებების გარეშე დარჩენილი შედარებები მიხეილ სააკაშვილსა და რონალდ რეიგანს შორის, რომ თურმე რეიგანის ბიბლიოთეკა რომ არსებობს ამერიკაში, ამის ანალოგია ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის ბიბლიოთეკა”, - განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ბიბლიოთეკა პრეზიდენტის ფონდიდადან გაღებული თანხებითაა შეკვეთილი, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკის არსებობა საზოგადოების თუნდაც ძალიან მცირე ნაწილისთვის იყოს მისაღები.
 

“ეს არის საშიში მაგალითი, რომ ჩვენს ქვეყანაში “ნაციონალური მოძრაობის” რეინკარნაცია, რეაბილიტაცია, გამოცოცხლება-გადარჩენა “ქართული ოცნების” მხრიდან ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს. ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი, მათ შორის, არც პრემიერი არ სვამს საკითხს იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ, რასაც ჰქვია მიხეილ სააკაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა საქართველოში, რეიგანის ბიბლიოთეკის ანალოგის მსგავსად, ეს ჩვენი საზოგადოების შეურაცხყოფაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად აყენებს საკითხს, მიხეილ სააკაშვილისთვის პასუხის მოთხოვნასთან დაკავშირებით იმ  დანაშაულებების გამო, რომელიც 9 წლის განმავლობაში მის მიერ იყო ჩადენილი. ჩვენ დღეს გვაქვს უტიფარი მცდელობა “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი ლიდერის რეაბილიტაციისა. ეს  დაუშვებელია და უნდა დამთავრდეს. იმედი მაქვს, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ეს მიდგომა ძირეულად შეიცვლება და დასრულდება”, - განაცხადა ახვლედიანმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT