Express News

"ყოჩაღ ნოდარს!"



ყოჩაღ ნოდარს, სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფოს საქმეებს, - ასე გამოეხმაურა დეპუტატი თინათინ ხიდაშელი ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებას, გამოაქვეყნოს მენიუ, რომლითაც უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. "მენიუს გამოქვეყნება იმდენად სერიოზული და ადეკვატურია, რამდენადაც სერიოზული და ადეკვატურია ჟურნალისტების რეაქციები, როდესაც ნოდარ ხადურს უცხოელი სტუმრები ჰყავს სტუმრად, წერონ, რას სჭამენ და რამდენ ბოთლ ლიმონათს სვამენ. როდესაც აღნიშნული ინფორმაცია ვნახე დღეს, ძალიან გავხალისდი. ყოჩაღ ნოდარს. სწორი პასუხი გაგცათ ყველას, ვინც არასერიოზულად უდგება სახელმწიფო საქმეებს", - განუცხადა ჟურნალისტებს თინათინ ხიდაშელმა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტრომ 23 აპრილისთვის დაგეგმილი ოფიციალური მიღების მენიუ დღეს გამოაქვეყნა და ფინანსთა სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებს სთავაზობს საკუთარი შეხედულებისამებრ შეიტანონ მასში შესწორებები. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მენიუს გამოქვეყნების გადაწყვეტილება მიღებულია გამომდინარე იქიდან, რომ მიზანმიმართულად არ მთავრდება საუბარი ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯების თაობაზე. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT