Express News

“ვფიქრობ, რომ თათუხაშვილი ახალაიას ხალხმა მოკლა“



ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე თათუხაშვილის გარდაცვალებას ახალაიას ხალხს უკავშირებს და აცხადებს, რომ თათუხაშვილი მათი მოკლულია.
“მე ვფიქრობ, რომ ის ახალაიას ხალხმა მოკლა. იმაში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ეს ის პროკურატურა არაა, რაც ადეიშვილის დროს იყო. ისინი უფრო ახალაიასკენ უნდა გადაიხარონ. თქვენ იცით, ვინ არის მამამისი, გენერალია, მიხეილ საკაშვილის დაცვის სამსახურში მუშაობდა. ირმა ნადირაშვილი ამბობდა გუშინ, რომ სახლს ასეთი და ასეთი გისოსები ჰქონდა და პროკურორის მოადგილეს უთხრა, თქვენ თუ გადახტებით აქედანო. მაინტერესებს, რატომ არ ამბობდა ნადირაშვილი, როგორ გადახტა სანდრო გირგვლიანი იქ და როგორ დახვრიტეს ხელაწეული ბუტა და პირიქით, დააბრალეს, რომ იარაღი ჰქონდა და პატრულს ესროდა”, – განაცხადა რობაქიძემ.
სოსო რობაქიძის განცხადებით, შალვა თათუხაშვილს, როგორც დათა ახალაიას საქმის მოწმეს, მეტად დაცული გარემოს შექმნა სჭირდებოდა.
“ვისაც არ უნდა მოეკლა იგი, ეს დასაგმობია. თათუხაშვილი ისეთ ადამიანებს ადებდა ხელს, მას მეტი შეფუთვა და შენახვა სჭირდებოდა ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ პირდაპირ ვამბობ, რომ “ქართული ოცნება” სუსტი იმიტომაა, რომ “ნაციონალებმა” ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ შეატრიალებს, კომიტეტის სხდომებს უწყობენ და პასუხს აგებინებენ კომიტეტის თავმჯდომარესა და პროკურატურის წარმომადგენლებსაც. ერთი კომიტეტის სხდომა თუ ჩაუტარებია “ნაციონალურ მოძრაობას” სანდრო გირგვლიანის, ან რობაქიძის საქმეზე?!”, – განაცხადა სოსო რობაქიძემ.

წყარო http://kvira.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT