Express News

“საკმაოდ მძიმე ვითარებაა პარლამენტში“



საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანს დეპუტატთა გაცდენების აღრიცხვა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დაავალა.
“საკმაოდ მძიმე ვითარებაა პარლამენტში, რადგან დეპუტატები ხშირად კომიტეტის სხდომებს არ ესწრებიან. მათი უმეტესობა გაურკვეველი მიზეზებით აცდენს სამუშაოს. მაგალითად 27 შემთხვევიდან 15 დეპუტატებს ავადმყოფობის მიზეზით გაუცდენიათ. ამიტომ მნიშვნელოვანია, სხვა გზა გამოინახოს. ყოფილა შემთხვევა, როცა დეპუტატი 15.00 საათზე ოჯახური პრობლემის გამო კომიტეტის სხდომას არ დასწრებია, თუმცა 17.00 საათზე პლენარულ სხდომაზე მოსულა. არ გვინდა, თვითგვემით დავკავდეთ, თუმცა გვაინტერესებს კვლევის შედეგები და რეკომენდაციები, რომელსაც საპროცედურო საკითხთა კომიტეტი მოამზადებს. მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ ამ შემთხვევაში, რა სანქციები შეიძლება შემოვიღოთ”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT