წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დაბა ჯვარის ადმინისტრაციული შენობის თავზე მუნიციპალიტეტის დროჩა ჩამოხეულია. ეს ინფორმაცია შესაბამისი ფოტოსურათების თანხლებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ცხელ ხაზზე მითითებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოუგზავნეს.
ფოტოსურათებზე აშკარად ჩანს ქართული სახელმწიფო დროშა, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა მართლაც ჩამოხეულია. წყაროს ინფორმაციით, დროშა ბოძიდან მას შემდეგ გაქრა, რაც ჯვარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან გამოყოფის მოტხოვნით აქცია გამართეს.“ქალაქი ჯვარი მუნიციპალიტეტის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პროტესტს უცხადებს? ქალაქ ჯვარის ადმინისტრაციულ შენობაზე, სადაც განთავსებულია რწმუნებულის აპარატი და საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრი, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა აღარ ფრიალებს. რა არის ეს, პასუხი საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, რომ ცალკე არ გამოიყოს ჯვარის მუნიციპალიტეტი, თუ რწმუნებულის დაუდევრობა? ასეთ ელემენტარულ საკითხს, რომ ვერ აგვარებს, ის მიხედავს მოსახლეობის პრობლემებს?”-წერენ SMO.GE-ს ცხელ ხაზზე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო SMO.GE ჯვარის რწმუნებულს სტავრო ჭანტურიას დაუკავშირდა, რომელმაც დროშის ჩამოხევის ფაქტი არ დაადასტურა. მან SMO.GE-სთან განმარტა, რომ დროშა ძლიერი ქარის გამო ძელზეა დახვეული და უბრალოდ ასე ჩანს. მან აბსურდული უწოდა ბრალდებებს, თითქოს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის დროშა მიზანმიმართულად არის ჩამოხეული.
“დროშა არავის ჩამოუხევია, უბრალოდ ძლიერი ქარის გამო იძ ძელზე დაეხვია და საჭიროებს გასწორებას. ჩვენ უკვე გავასწორეთ დროშა და ახალა შეგიძლიათ მოხვიდეთ და გადაიღოთ ხელახლა”-განაცხადა სტავრო ჭანტურიამ.