"საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო" რამდენიმე დეპოუტატს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო" საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრს კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებს და პარლამენტს რეაგირებისკენ მოუწოდებს. როგორც „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ ანგარიშშია ნათქვამი, ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, პარლამენტის 43 წევრს (ან მისი ოჯახის წევრს) 2012 წლის ოქტომბრიდან ჰქონდა ან ისევ აქვს ბიზნესაქტივები. მათგან 28 საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელია, ცხრა კი - საპარლამენტო უმცირესობის, ხოლო ექვსი არც ერთს არ ეკუთვნის. გარდა ამისა, ამ პარლამენტარებიდან სამი (ზვიად კვაჭანტირაძე, გიორგი თოფაძე, თამაზ ავდალიანი) აღმოჩნდა ისეთი, რომელთაც არა მარტო წილები აქვთ ან ჰქონდათ ბიზნესში, არამედ კომპანიის დირექტორებიც იყვნენ პარლამენტში საქმიანობის პარალელურად, რისი უფლებაც კანონით არ ჰქონდათ. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" განმარტავს, რომ ეს პირდაპირ არ წარმოადგენს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა საჭიროა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ ფაქტების შესწავლა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. გარდა ამისა, ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ პარლამენტის წევრთა გარკვეული ნაწილის მიერ წარდგენილ წლიური ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მათი მიმდინარე და წარსული ბიზნესსაქმიანობა არასრულად არის ასახული