Express News

ირაკლი კაკაბაძე ხიდაშელზე „ყოჩაღ, თინა - ჭეშმარიტად ყოჩაღ!"



პუბლიცისტი ირაკლია კაკაბაძე თინა ხიდაშელის მიერ ფინანსთა სამინისტროს მენიუზე გაკეთებულ კომენტარს „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

„ყოჩაღ, თინა - ჭეშმარიტად ყოჩაღ! ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ათასგზის გამოთქმულ ეჭვს იმის თაობაზე, რომ ჩვენი ლიბერალებისთვის 12 ლარიანი ხბოს მწვადის ჩათხვლეფა 7 ლარიან ყველის ასორტთან ერთად და 4 ლარიანი ხორცის ბლინების მირთმევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის მიუსაფრად მიტოვებული ბავშვები, რომლებიც მათი 'ბრძნული' პოლიტიკის გამო შიმშილით იხოცებიან.

იმისთვის აგირჩიათ ხალხმა რომ ჩვიდმეტ-ლარ-ნახევრიანი ქათმის ჭამის დროს შიმშილით მომაკვდავი ბავშვები საერთოდ დაგავიწყდეთ?

და თქვენს მიერ ნახსენები 'სახელმწიფო' თუ მისი მოხელეების 'გამოძღომის' მეტს არაფერს ნიშნავს, მაშინ ვის რაში უნდა ეგ 'სახელმწიფო'?..

თუ საქართველო ისევ ჩასუქებული ბანკირების, კაპიტალისტების, მონათმფლობელების საჯირითო ადგილია, რომელთა ერთგული ფინიები არიან ლიბერალური პოლიტიკური პარტიები?... ასეთი კაპიტალიზმი ქურდობის ტოლფასია და მასზე უარესიც არის - და ჩვენ გვეგონა რომ თქვენ 'ქურდული გაგების' წინააღმდეგი იყავით.

სამარცხვინოა ქართველი ლიბერალების სოციალური უპასუხისმგებლობა“, - წერს კაკაბაძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT