ნარკომანი ცოლ-ქმრის ცხოვრების ამსახველმა ფოტოებმა, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში მოხვდა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ისინი სანტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. მათ ორი წლის ქალიშვილი ჰყავთ-ანფისა, რომელსაც ყურადღებას საერთოდ არ აქცევდნენ. მშობლები, ლილია და პაშა მთელ საღამოებს წამლით გათიშულნი ატარებდნენ, როცა მათი ქალიშვილი უპატრონოდ თავის ნებაზე იყო მიშვებული, მშობლების სიგარეტებით ერთობოდა, ფანჯრის რაფაზე ამძვრალს ერთი წამი აშორებდა ძირს გადავარდნას, საწოლში მწოლიარე შიშველი მამის სხეულს ათვალიერებდა. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ ვიღაც სხვა აკვირდებოდა მას და სურათებს უღებდა.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ირინა პოპოვა სანტ-პეტერბურგში გააგზავნეს ფოტოგრაფიული ესსეს შესაქმნელად რომელსაც ერქვა "გრძნობა". ირინამ გადაწყვიტა ღამის კლუბს სწვეოდა, მან რამდენიმე უინტერესო სურათის გადაღების შემდეგ, ღამის ორ საათზე ქუჩაში დაინახა ქალი, რომელსაც გზა-გზა შარდი გასდიოდა და თავის შვილს ეტლიანად ჰკრა ხელი. ეს ქალი ლილია იყო. ირინამ სთხოვა მას რომ სურათები გადაეღო და თანხმობის შემდეგ ორი კვირით მათთან გადაბარგდა საცხოვრებლად. იქ მას ერთ ოთახიანი ბინა დახვდა, სადაც სამზარეულო და აბაზანა საერთო იყო. ფოტოგრაფი მოწმე გახდა იმისა, როგორ დაცოცავდა პატარა გოგონა იატაკზე ლოთებისა და ნარკომანების გარემოცვაში.
|