Express News

დოდონა კიზირია: გენერალ-ლეიტენანტი გია შერვაშიძე რუსეთის მსახური და რუსეთის ჯაშუშია



ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია ჭადრაკის სასახლეში დაანონსებულ აფხაზეთიდან დევნილთა ყრილობას სოციალურ ქსელში ეხმაურება. კიზირია შეხვედრის მონაწილე სამხედრო პირებს, კერძოდ კი გენერალ-ლეიტენანტ გია შერვაშიძეს რუსეთის ჯაშუშს უწოდებს და ამბობს, რომ შერვაშიძე დღეს ისევ რუსეთს ემსახურება ევრაზიის კავშირში გაერთიანების მოწოდებით.
,,ეხლა გავიგე, რომ ჭადრაკის სახლში ხვდებიან ქართველი სამხედრო პირები, მათ შორის გენერალ-ლეიტენანტი გია შერვაშიძე. მე მინდა დავწერო მოკლე მოგონება იმაზე, თუ რას აკეთებდა ეს პიროვნება იმ დღეებში, როდესაც პრეზიდენტი გამსახურდია მთავრობის სახლში ალყით იყო გარშემორტყმული. მე ვარ პირადი მოწმე იმისა, თუ როგორ უთანხმდებოდა იგი მაშინ თავისუფლების მოედანზე არსებულ რუსულ სამხედრო შტაბს მინები დაედოთ მეტროს გვირაბში. ის ყოველთვის იყო რუსეთის მსახური, რუსეთის ჯაშუში და დღეს ისევ რუსეთს ემსახურება ევრაზიის კავშირში გაერთიანების მოწოდებით“, - წერს კიზირია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT