ეს განცხადება “პირWელთან” საუბარში აჭარის უმაღლესი საბჭოს საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ჩიტაშვილმა გააკეთა.
“მინდა, გითხრათ რომ ეს საკითხი დღეს საბჭოს არ უნდა განეხილა, თუმცა ჩვენ უმცირესობასთან დაკავშირებით საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს განვიხილავთ. უმცირესობის პოზიცია ბერიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებითYიმდენად უსუსურია, რომ კომენტარის გაკეთება ზედმეტია, თუმცა გეტყვით, რომ ზეგ უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ამ საკითხს განვიხილავთ, თუმცა უმცირესობა მხოლოდ 8 ხმას მიიღებს და მათი მოთხოვნა ჩავარდება. უმცირესობის რეიტინგი იმდენად დაბალია აჭარს რეგიონში, რომ პოლიტიკური ქულების დასაწერად ყველაფერს აკეთებენ. ამ მოთხოვნას მხოლოდ პოლიტიკური თამაშისთვის აკეთებენ და ვურჩევდი მათ, რომ თავი დაანებონ მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას, თორემ ამით ვერაფერს მიაღწევენ”, -განაცხადა ჩიტაშვილმა.
წყარო http://pia.ge