ყოფილი პოლიტპატიმრების აქცია, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით
"პოლიტპატიმრები და რეპრესირებულები სამართლიანობისთვის" - ამ სახლწოდებით აქციას, ყოფილი პატიმრები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, მეხუთე დღეა მართავენ. წინა ხელისუფლების გასამართლება, იპოთეკარების გამოსახლების პროცესის შეჩერება, დამნაშვე პროკურორების და მოსამართლეების დასჯა, პოლიტპატიმრების რეაბილიტაცია და პროკურატურისთვის გამოძიების ვადების დადგენა. ეს ის პირობებია, რომელსაც ყოფილი პოლიტპატიმრები, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ხელისუფლებას უყენებს