Express News

სიმფეროპოლში და სევასტოპოლში რეფერენდუმის შედეგებს ზეიმით აღნიშნავენ



სიმფეროპოლში და სევსატოპოლში ყირიმის ნახევარკუნძულის რეფერენდუმის შედეგებს საზეიმოდ აღნიშნავენს. რუსეთიდან სამი დღით ადრე ჩამოსული მომღერლები და ხელოვანები სიმფეროპოლში, ლენინის მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში საზეიმო კონცერტს გამართავენ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კონცერტზე ყირიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი აქსენოვი და კანონგარეშედ გამოცხადებული პარლამენტის სპიკერი ვლადიმერ კონსტანტინოვი მივლენ და რეფერენდუმის შედეგებს გამოაცხადებენ.

კონცერტი სიმფეროპოლის ორკესტრის ნომრით უკვე  გაიხსნა.

შგახსენებთ, რომ რეფერენდუმის წინასწარი შედეგებით ყირიმის მოსახლეობის 93%-მა რუსეთთან მიერთება ისურვა, 7%-ს კი უკრაინის შემადგენლბაში სურს ყოფნა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT