Express News

"რატომ დუმს საზოგადოება... ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?!"


რამდენიმე წუთის წინ თათუხშვილების ოჯახის ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა გარდაცვლილ შალვა თათუხაშვილის გვამზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა
"ვაი, სამართალდამცავთა მიერ ნაწამები შალვა თათუხაშვილის დალეწილი სხეული, უკვე მერამდენე დღეა, მის ოჯახში ასვენია, ხმის ამომღები კი არავინ არის... თითქმის არავინ ინტერესდება, ვინ და რატომ გაიმეტა სამშობლოსათვის თავდადებული, მრავალგზის ბრძოლაგამოვლილი გულადი ბიჭი. თხოვნით მოგმართავთ ყველას – თუკი შემთხვევით სადმე გადააწყდეთ სახალხო დამცველს, ბატონ უჩა ნანუაშვილს, ჩემგან დიდი მოკითხვა გადაეცით, ნეტავი ხომ ჯანმრთელად ბრძანდება?!..
მაინტერესებს, სად არის საია–ს ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე, რომელმაც ლამისაა ერთბაშად შეითავსა საკონსტიტუციო თუ უზენაესი სასამართლოს ფუნქციები და ყველა საკითხზე უმაღლეს ვერდიქტორად გვევლინება. მიპასუხეთ, სად არიან პიარზე ორიენტირებული დანარჩენი ე.წ. უფლებადამცველები, რატომ დუმს საზოგადოება, ხმას რატომ არავინ იღებს?! რამ დააბრმავა და დააყრუა ომის ვეტერანთა დეპარტამენტი, რომელთა დუმილი ყველაზე მეტად სამარცხვინოა?! რას უცდიან წინასაარჩევნოდ ხეირს დადარაჯებული პარტიები, ნუთუ შალვა თათუხაშვილი გირგვლიანზე ნაკლები ვაჟკაცი იყო?! სირცხვილი თქვენი!.." _ ეს არის ამონარიდი ადვოკატის განცხადებიდან, რომელიც მან ფეისბუქის საშუალებით გაავრცელა.
მისივე ინფორმაციით, ექსპერტმა გვამის გარეგნული დათვალიერებისას რამდენიმე დაზიანება დააფიქსირა.
ა) მარცხენა წინა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე აღენიშნება ფუფხით დაფარული უსწორო ფორმისნაჭდევი, ზომით 2,5X1 სმ;
ბ) ასეთივე ნაჭდევები აღენიშნება ორივე მუხლის სახსრის წინა ზედაპირებზე, ზომით 2,5X1,2 სმ და 3X0,8 სმ;
გ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება 1,5X1,2 სმ ზომის ფუფხით დაფარულიდაზიანება;
დ) წელის მიდამოებში, ხერხემლის საპროექციო არეში აღენიშნება უსწორო ფორმის მუქი–მოიისფრო სისხლჩაქცევა ზომით 2,8X1,4 სმ.
ე) მარჯვენა მტევნის პირველ თითზე აღენიშნება მორუხო-ღია მოყავისფრო ოდნავ წამოწეული ფუფხი დადაფარული ნაჭდევი ზომით 0,50,3 სმ;
ვ) მარცხენა კოჭ-წვივ სახსრის გარეთა ზედაპირზე, არნიშნება მომრგვალო ფორმის ფუფხით დაფარულინაჭდევი ზომით 0,3X0,3 სმ.
24 თებერვალს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტანენტის აქტიურ ღონისძიებათა სამმართველოს(სპეცრაზმი) უფროსის ყოფილი მოადგილე შალვა თათუხაშვილი ქ.თბილისის პროკურატურაში ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა. დაკითხვიდან დაბრუნებული თათუხაშვილი მოულოდნელად გაუჩინარდა, დაახლოებით 1 თვის შემდეგ კი ოჯახში ნაწამები დაბრუნდა. შალვა თათუხაშვილი 24 მარტს გარდაიცვალა.
პორკურატურა ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის ძირითადი მოწმის გაუჩინარებასა და გარდაცვალებასთან კავშირს უარყოფს და ოჯხს საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებს.
შვილის მკკვლელობაში პროკურატურას ბრალს სდებს შინაგანი ჯარების ყოფილი მეთაური გენერალი გოგი თათუხაშვილი.
"მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ ჩემი შვილი არის მძიმე ავადმყოფი, პროკურატურასხანგრძლივად ჰყავდა გატაცებული და აგრძელებდა ზეწოლას, წამებას, რამაც ის სიკვდილამდე მიიყვანა. (24მარტს გაუჩერდა გული.) პასუხისმგებლობას მომხდარზე ვაკისრებ მთავრობას," _ ეს განცხადება გენერალმა 24 მარტს შვილის გარდაცვალების დღეს გააკეთა.

gurianews.com

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT