ხულოში განვითარებული მოვლენების დროს არჩილ ხაბაძესან ერთად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს მოადგილე ილია ელოშვილიც იმყოფებოდა
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ხულოში განვითარებული მოვლენების დროს არჩილ ხაბაძესან ერთად ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძეს მოადგილე ილია ელოშვილიც იმყოფებოდა.
,,BE NEWS“-ი ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის ფოტოს ავრცელებს, თუ როგორ ისვენებს მინისტრის მოადგილი დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ.
,,დღეს კი ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო ილია ელოშვილის, რომელიც აჭარაში ვიზიტის დროს სასტუმრო შერატონში იყო გაჩერებული, ეს შეუძლია ნებისმიერმა ჟურნალისტმა გაადამოწმოს, ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს ილია ელოშვილის საღამოს დაძაბულობისგან განმუხტვის ჩვევა“, - წერს ,,BE NEWS“-ი.
აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტაში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაც მოხდა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ პოლიციამ ძალის გამოყენებით ტერიტორიაზე ტრაქტორი შეეყვანა. ადგილობრივთა თქმით, სამუშაოების დაწყების საშუალებას არ მისცემენ. სოფლის მოსახლეობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძეს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილს და გარემოს დაცვის თანამშრომლებს იმ ტერიტორიის დათვალიერების საშუალება არ მისცეს, სადაც სახელმწიფო ჰესის მშენებლობას გეგმავს.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე დაპირისპირებაც მოხდა, რომელიც საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ განიმუხტა. დაპირისპირებას შსს-შიც ადასტურებენ. მათი ცნობით, მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.