ანაკლიაში საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება
ანაკლიაში, პორტთან ახლოს საერთაშორისო აეროპორტის აშენებაა დაგეგმილი, - ამის შესახე ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
"ანაკლიაში, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ფარგლებში, აეროპორტის მშენებლობაც იგეგმება. მას ექნება განსაკუთრებული შესაძლებლობები სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით. საერთაშორისო აეროპორტის აშენება პორტთან ახლოს არის დაგეგმილი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურისა და აეროპორტის მშენებლობა ხელს შეუწყობს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ტვირთნაკადის ზრდასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სერიოზულ განვითარებას. ანაკლიაში პორტისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო კვლევებს საერთაშორისო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიები აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.