აკაკი მინაშვილის მეუღლე დაკითხვაზე იმყოფება
როგორც “პირWელს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, ქეთევან კობიაშვილი მოწმის სახით იკითხება. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტს.
“კობიაშვილი 2012 წელს იკავებდა თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას. გამოძიება სწორედ ამ პერიოდში თანხმების გაფლანგვაზეა დაწყებული და ეს ქალბატონი მოწმის სახით იკითხება”, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.