„ხუთი მინისტრის შეთქმულება“
გავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში მოსალოდნელია, რამდენიმე მინისტრმა მთავრობა გადააყენოს.
„ახალი შეთქმულების დეტალები ასეთია: 5 მინისტრი გადადგება და მთავრობას გადააყენებს. ასეთი თეორია საკონსტიტუციო „გადატრიალების „ მოყვარულებმა გააჟღერეს. საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობაში 5 მინისტრის შეცვლა ავტომატურად იწვევს მთელი მთავრობის გადადგომას. ანუ სანამ პრემიერი 3 ან 4 მინისტრს შეცვლის, 5-ს შეუძლია დაასწროს და თავად გადააყენოს მთავრობის მთელი შემადგენლობა. თუმცა, როცა ჩამონათვალს აკეთებენ, ხუთი მინისტრის პოვნა არ უჭირთ: ირაკლი ალასანია, თეა წულუკიანი, მაია ფანჯიკიძე, გურამ ოდიშარია და თამთა სანიკიძე. ანუ ძირითადად, მარგველასვილისა და ალასანიას „კამანდა“, - წერს „პრაიმ თაიმი“
ამ პროცესის იურიდიულ მხარეზე, იურისტი ლევან ალაფიშვილი საუბრობს, მისი თქმით ხუთი მინისტრის განცხადება, თანამდებობის დატოვების შესახებ,საკმარისია როგორც პრემიერის გასანთავისუფლებლად ისე პრეზიდენტისთვის, სახელმწიფოს მართვის სადავის ხელში ჩასაგდებად. „ ხუთმა მინისტრმა (ამდენი უკვე სახელდება მედიაში) რომ გადადგომაზე განცხადება დაწეროს არათუ თვითონ წავლენ სახლში პრემიერსაც გაიყოლებენ. ამ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობა ამ ფორმით უკვე ვეღარ იარსებებს და ეგრეთწოდებული დირიჟორის ჯოხი უკვე პრეზიდენტ მარგველასვილის ხელში გადადის. ის ერთადერთი იქნება ვინც გადაწყვეტს, ვინ დაასახელოს პრემიერად,“ - აცხადებს ალაფიშვილი „პრაიმ თაიმთან“ საუბრისას.
http://pia.ge