Express News

,,ნაციონალების კანდიდატი ზეციდან რომ იყოს ჩამოყვანილი, ხმას მაინც არ მივცემ’’


ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია აცხადებს, რომ მერის არჩევნებზე ხმას ნარმანიას სასარგებლოდ მისცემს. ხოშტარიამ ,,პანორამა თბილისის’’ მნიშვნელობაზეც ისაუბრა. 

,,წარმოშობით თბილისის მერი არაფერს ცვლის, რამდენად ეცოდინება თბილისისა და თბილისელების სპეციპიკა, მხოლოდ ამაზეა საუბარი. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ხმას ან ნარმანიას მივცემ, ან არავის. აქებენ, კარგი მეურნეაო, ამიტომ სულ არ გამოვრიცხავ, რომ ქალაქს გამოადგეს... რაც შეეხება ,,პანორამა თბილისს’’ სანამ გეგმა არ იქნება, არაფერზე საუბარი არ შეიძლება. ეს გავაკეთოთ, ეს კარგია, ასე საუბარი არაფერს ნიშნავს. პირველ რიგში, უნდა ხდებოდეს ყველაფერი გამჭვირვალედ, რაც საერთოდ იგბნორირებული იყო წინა ხელისუფლების მიერ... ვერა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, დამახინჯებულია. დამახინჯებულია მაღლივი შენობებით. რაც ვერას სასტიკად არ უხდება. ვთვლი, რომ ასევე ძალიან არის დამახინჯებული ძველი თბილისი. უაზრო ხიდები, განახლებული ფასადები, რომელიც თეატრის დეკორაციას ჰგავს, წინ კი მეტეხი. აი, ეს არის სრული გაუგებრობა, აბსურდი. ქალაქის დაგეგმარებას ქაოტურობა არ უხდება. ამასწინათ ფუნიკულიორზე გადაღებაზე ვიყავი, იქიდან ქალაქს გადავხედე, მართალია ამახინჯებენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ დაამახინჯეს, იმდენად მშვენიერი რელიეფი აქვს თბილისს’’,- განუცხადა გოგი ხოშტარიამ ,,ახალ თაობას’’.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT