თბილისის პროკურატურა არ არის ის შენობა, სადაც ხალხს აწამებენ, ასეთი ადგილი იყო ოქროყანის სასაფლაო, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ. მისი თქმით, მასალების ნაწილის გასაჯაროება პროკურატურის მხრიდან საზოგადოების დიდი ინტერესებიდან გამომდინარე მოხდა.
„პროკურატურა ამ საკითხთან დაკავშირებით არის ღია და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მზად ვართ ნებისმიერ კითხვაზე გავსცეთ პასუხი. დღეს ზუსტად ამისთვის ვართ პარლამენტში მოსული. ჩვენ უკვე გავეცით საზოგადოების გარკვეულ კითხვებს პასუხი და დღეს მზად ვართ, პარლამენტარების კითხვებსაც ვუპასუხოთ. თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა გარკვეული აჟიოტაჟი, თუმცა მიმდინარეობს გამოძიება რომელიც ჯერ არ არის დასრულებული. კადრების ჩვენებით გვინდოდა საზოგადოებისთვის დაგვენახებინა, რომ საქართველოს პროკურატურაში თითოეული წუთის გადაღება ხდება, შესაბამისი კამერების საშუალებით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს პროკურატურის ოფისებში არ ხდება ხალხის წამება“, - აცხადებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე.
შალვა თათუხაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც მიწვეულია მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე.
გუშინ პროკურატურამ შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად დაწყებული გამოძიების საქმეში არსებულ გარემოებები გაასაჯაროვა. შალვა თათუხაშვილი პროკურატურის მოწმე იყო დათა ახალაიას, კერძოდ, ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 24 მარტს გავრცელდა.