ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მთავარი პროკურორის მოადგილეს ირაკლი შოთაძეს უსმენდნენ, ინციდენტი მოხდა.
კომიტეტის სხდომაზე ვიდეოფირი აჩვენეს, სადაც ე.წ. ნავთლუხის სპეცოპერაციის დეტალებია ასახული. ამას უმცირესობის პროტესტი მოჰყვა.
რაზეც უმრავლესობის წევრებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ „ახალაია მკვლელია“.
ბესელიამ მანდატურებს მიმართა, რომ წესრიგის დამრღვევები სხდომიდან გაეყვანა.
„არ გაინტერესებთ? ეს ვიდეომასალა მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაინტერესებს მტკიცებულებების გაცნობა“, - განაცხადა ბესელიამ. ამ წუთებში შოთაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს.