Express News

დათო მხეიძე: არსებობს მტკიცებულება, რომ დათა ახალაია ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა საზღვარზე!



გაზეთი „საერთო გაზეთი" ჟურნალისტ დათო მხეიძის ღია წერილს - „პრემიერო, ჩვენ, უხარისხო ქართველები", მოგმართავთ თხოვნით -„ხარისხიანი ქართველი" ალასანია უმუშევარი არ დაგვიტოვო!" აქვეყნებს, სადაც ის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.
 „ის, რომ დათა ახალაია ირაკლი ალასანიამ გადაიყვანა საზღვარზე, ამის „სივი" არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს ნიკოლოზ მჟავანაძეს აქვს. დიახ, ეს კაცი გაჰყვიროდა, რამდენიმე დღის წინ ფარული ვიდეოჩანაწერი მომაწოდეს, სადაც დაზვერვის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის გუნდის არსებულ ურთიერთობებზე მტკიცებულებით საუბრობსო. უხარისხო ქართველებს გვაქვს ინფორმაცია, რომ ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმაც იცოდა და ისედაც ცეცხლზე ნავთდასხმულ ურთიერთობას უარესად დაესხა ნავთი, მაგრამ აკი, ვთქვი, ისეთი ხარისხიანი მასალისგანაა დამზადებული ეს კაცი, ვერანაირი დინება ვერ ძირავს, მაინც ტივტივებს", - წერს მხეიძე.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT